უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება. 

"მე ვესაუბრე სამხედროებს. მათ ფრონტზე, ჩვენს ოპერაციებზე ინფორმაცია მოგვაწოდეს. მადლიერი ვარ ჩვენი ყველა ჯარისკაცის მათი სიმტკიცისთვის", - აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ახალი იარაღის მიწოდებაზე, უკრაინაში მათი წარმოების გაზრდაზე, ასევე უკრაინის არმიის უკეთ უზრუნველყოფაზე.

მისივე თქმით, პარტნიორებთან უკვე არსებობს დადებითი შეთანხმებები და მოსალოდნელია ახალი შეთანხმებები.

"ჩვენ ამისთვის უახლოეს კვირებში ვიმუშავებთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს, რათა იგრძნობოდეს, რომ არის მეტი ძალა, მეტი რესურსი, ცის მეტი დაცვა, მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს არის მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალების შესახებ.

"ჩვენ გვაქვს უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები - კარგი სიგნალები, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა ცნობით, მოწოდება აღდგა. მომავალ კვირას გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკულ მხარესთან სამხედრო დონეზე, კერძოდ, გენერალ კელოგთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, მზადდება ევროკავშირის ქვეყნების ახალი თავდაცვის პაკეტები. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია "ძლიერი ნაბიჯები" რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ.

"ზეწოლამ უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.