მოგიწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარებისკენ, - ამის შესახებ პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.

"ექვსი თქვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს მზია ამაღლობელი. ჟურნალისტი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

მზია ახლა მხედველობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას პროგრესირებადი დაავადების გამო. მიუხედავად ამისა, მას თებერვლის შემდეგ არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია.

მოგიწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარებისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.