ვერძი

დღეს შესაძლოა, ყურადღების ცენტრში მოექცეთ, განსაკუთრებით აქტუალურია სასიყვარულო თემები.  ნუ დაკარგავთ ობიექტურობას.

კურო

სასურველია, ჩართოთ ინტუიცია და ისე იმოქმედოთ, მოიძიეთ ახალი ფინანსური წყაროები ან თქვენი ჰობი აქციეთ საყვარელ საქმედ, ეს თქვენს კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედებს.

ტყუპები

მოსინჯოთ თქვენი წერის ნიჭი, გააკეთეთ ჩანახატები, დაიწყეთ დღიურის წარმოება, წერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, შეიძინეთ ახალი მეგობრები სოციალურ ქსელებში.

კირჩხიბი

თქვენ განწყობის ადამიანი ხართ, ამასთან, მეტად ხელგაშლილი და კეთილიც, მაგრამ არ შეგიძლიათ დაფაროთ თქვენი ემოციები და, ამიტომ, სასურველია დღეს უფრო მეტად გააკონტროლოთ ქმედებები.

ლომი

დროა, მადლობა გადაუხადოთ საკუთარ თავს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.  მაგრამ ახლა დასვენების დროა, ხვალიდან კი უნდა მოიკრიბოთ ყველა ძალა, რათა თქვენი იდეები და გეგმები რეალობად იქცეს.

ქალწული

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, ნუ შეეცდებით ნებისმიერ ფასად წინ აღმართული ბარიერები გადალახოთ, დაზოგეთ ძალები.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, შეცვალეთ, გაალამაზეთ, კორექციები შეიტანეთ პირად სივრცეში, კარგი პერიოდია უცხო ენების შესასწავლად.

მორიელი

მოგიწევთ გრძნობების მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდება. ამ დღეს ძალიან გაგიჭირდებათ კომუნიკაცია, ამიტომ ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საკუთარ თავთან მარტო, დაფიქრდეთ და სამომავლო გეგმები დასახოთ.

მშვილდოსანი

დღეს ბევრი რამაა დამოკიდებული თქვენს განწყობაზე. დაისვენეთ და მაქსიმალური მობილიზება გაუკეთეთ საკუთარ თავს, თქვენთვის მნიშვნელოვანი კვირა იწყება.

თხის რქა

ნუ იტვირთავთ ზედმეტ ვალდებულებებს. ბრმად ნურავის ენდობით და დღე ოჯახის წევრებთან გაატარეთ.

მერწყული

გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება და გააანალიზეთ განვლილი პერიოდი, შეიტანეთ შესაბამისი ცვლილებები თქვენს გეგმებსა და საქმიანობაში. იმოქმედეთ ფრთხილად და მოზომილად.

თევზები

იდუმალებითა და მისტიკით მოსილი ახლა საუკეთესოა დასვენება ზღვაზე, ქალაქიდან მოშორებით, საღამოს საათებში სეირნობა. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას.