ვერძი

დღევანდელი დღით შესაძლოა, გულნატკენი დარჩეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, გაიგებთ ვინ - ვინ არის სინამდვილეში. იყავით წინდახედული, თუ ვინმესთან გაბუტული ხართ, დღეს იოლად შეურიგდებით.

კურო

თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ, ნუ იტრაბახებთ წარსული მიღწევებით. ნურც იწუწუნებთ, რათა არ დააფრთხოთ იღბალი.

ტყუპები

შეეცადეთ, აირიდოთ ოჯახური კონფლიქტი, რომელიც, დიდი ალბათობით, ოჯახის ბიუჯეტთან იქნება დაკავშირებული.

კირჩხიბი

ელოდეთ ცვლილებებს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს შესაძლოა ყველასთვის სხვადასხვა თემას ეხებოდეს, მაგრამ ირიბად თუ პირდაპირ მაინც დაკავშირებული იყოს ოჯახთან და სახლთან.

ლომი

შეეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ან ისინი, რომელიც გადადებული გაქვთ, ან რაიმე მიზეზით შეფერხდა. გახსოვდეთ, დღეს კომპრომისების დღეა.

ქალწული

შესაძლოა, დღეს სამსახურში დამატებით რაღაც საქმე დაგავალონ, ან ოჯახში სხვისი შეცდომების გასწორება მოგიწიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ ფუჭად არ დაკარგოთ დრო და ენერგია.

სასწორი

შესაძლოა, დაიწყოთ ახალი სამსახური, ან ახალი საქმე. გაფრთხილდით და მოერიდეთ არასასურველ დისკუსიებს.

მორიელი

ნურავის დაუპირისპირდებით, სასურველია, დღეს უარი თქვათ ისეთ საქმეებზე, რომელმაც არ მოიტანა სასურველი შედეგი, საქმეები, სადაც ფუჭად ერთ წრეზე გიწევთ ტრიალი.

მშვილდოსანი

შინაგანად უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. თუ ადრე უსამართლოდ მოგექცნენ, ახლა, შესაძლოა, აღიდგინოთ პოზიციებიც და ავტორიტეტიც.

თხის რქა

ნუ მოაწერთ ხელს კონტრაქტებს და ნუ გააფორმებთ გრძელვადიან ხელშეკრულებებს. ზოგადად, რადიკალურ ცვლილებებს ერიდეთ.

მერწყული

მეგობრებისგან შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. თქვენს ცხოვრებაში მატულობს პოზიტიური მოვლენები, მათ შორის, მატერიალურ სფეროშიც.

თევზები

პირად ურთიერთობებში შესაძლოა, მოქმედების სცენარი შეიცვალოს, აქტუალური გახდეს რაღაც ახალი თემა, რისი მიზეზითაც დაგჭირდებათ ცვლილებების შეტანა თქვენს გეგმებში.