ვერძი

წარმატებით ვითარდება ფინანსებთან დაკავშირებული საქმეები. ამიტომ, ჩაერთეთ მოლაპარაკებებსა თუ პროექტებში, რომელიც ამ კუთხით მოგებიანია. იმოქმედეთ გაბედულად, თავდაჯერებულად და გეგმურად.

კურო

იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, იზრუნეთ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე. შეეცადეთ, გაიგოთ რაიმე ახალი, რაც საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ თქვენი ყოფა-ცხოვრება.

ტყუპები

თუ იქნებით დაკვირვებული, დღეს, მეგობრებისგან მეტად საინტერესო იდეებს მიიღებთ. მთავარია, თქვენ სწორად დაგეგმოთ და წარმართოთ ამ იდეების განვითარება. აი, შედეგები თავადაც კი გაგაოცებთ.

კირჩხიბი

მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს და ნაკლებად მომთხოვნი და პრეტენზიული იყავით მათ მიმართ. ახლა სწორედ ის დროა, რომ სითბო და სიყვარულის ენერგიები გაცვალოთ ერთმანეთთან.

ლომი

დღეს იმდენი ჭკუის დამრიგებელი მოიყრის თქვენს ირგვლივ თავს, რომ აუტანელი იქნება მათთან ურთიერთობა. როგორმე მოახერხეთ თავი დააღწიოთ მათ, გაერიდეთ, მოძებნეთ რაიმე გზა, რათა აიმაღლოთ გუნება-განწყობა.

ქალწული

თავად გაერკვიეთ ნებისმიერ საქმეში, შუამავლების გარეშე. დღეს მხოლოდ საკუთარი ინტუიცია და გამოცდილება დაგეხმარებათ შეცდომების აღმოჩენაში და გაპოვნინებთ გამოსავალს.

სასწორი

მშიდად მოიფიქრეთ და გაითვალისწინეთ ყოველი მნიშვნელოვანი დეტალი, საქმის დაწყების წინ, ნუ შეეცდებით, სხვათა იდეების გამოყენებასა და მითვისებას, ეს თქვენთვის წაგებიანი იქნება.

მორიელი

შანსი გექნებათ, დაიმეგობროთ თქვენდამი არაკეთილგანწყობილი ადამიანები და კარგი მეკავშირეები შეიძინოთ, თუმცა, ეს არც თუ იოლად და სწრაფად მოხდება. მთავარია, თქვენი სურვილი და აქტიურობა.

მშვილდოსანი

ახლა პრობლემებს სჯობს, საკუთარი ძალებით შეეჭიდოთ, სხვების ჩარევა, ამჯერად, მხოლოდ ხელს შეგიშლით და თქვენს გეგმებში ქაოსს შეიტანს. იყავით მეტად კონსტრუქციული.

თხის რქა

შესაძლოა, დღეს ისეთი შეცდომა დაუშვათ, რაზედაც მომავალში ინანებთ, იმოქმედეთ არა სხვათა მოსაზრებებით, თუნდაც უფროსობის, არამედ, თვითონ გაიაზრეთ ყველაფერი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

მერწყული

დამშვიდდით და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, ნუ შეეცდებით, ყველაფრის ერთ დღეში მოსწრებას. მოუსმინეთ მეგობრებსა და კოლეგებს, შესაძლოა, მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას მეტად წაგადგებათ.

თევზები

ფრთხილად იყავით კომუნიკაციებში, გახსოვდეთ, ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებთ. დღეს, რაც ნაკლებს ისაუბრებთ, მით უკეთესად წარიმართება თქვენი საქმეები.