რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მყარად და სამართლებრივად ჩვენ ვიტყვით, რომ უარს ვამბობთ მანდატებზე და არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. რაც შეეხება ცესკოს, რომელიც "ოცნების" ფილიალია, მეასეხარისხოვანია, რას იზამს, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა - ერთიანობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რა საფრთხე ელის იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს.

"რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მყარად და სამართლებრივად ჩვენ ვიტყვით, რომ უარს ვამბობთ მანდატებზე და არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას.  რაც შეეხება ცესკოს, რომელიც "ოცნების" ფილიალია, მეასეხარისხოვანია, რას იზამს.

ვინ ვინ და "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე კარგად იცის, რა სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდა, რომ 54% დაეწერათ და იცის, რა საფრთხე ელის იმით, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს არ აქვს. ასევე, ძალიან კარგად იცის, რა საფრთხე ელის იმითაც, რომ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ერთიანობას ინარჩუნებს", - განაცხადა ანა წითლიძემ.