ვერძი: მომსახურების სფეროში მომუშავე ვერძებს შემოსავლის მნიშვნელოვანი მატება და წარმატება ელით.

კურო: ფინანსური სტაბილურობის პერიოდია, კარგი დროა დეტალებზე დასაკვირვებლად და დიდი შესყიდვების დასაგეგმად.

ტყუპები: აქტიური და მრავალფეროვანი დღეა, იღბალი თქვენს მხარესაა და შესაძლოა ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ.
დღის მეორე ნახევარში გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან იზრდება სამსახურებრივი კონფლიქტების ალბათობა.

კირჩხიბი: ემოციური ფონი ძალიან მაღალია, რაც პირდაპირ აისახება თქვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე.
აკონტროლეთ სიტყვები, რათა უნებლიეთ არ აწყენინოთ ახლობელ ადამიანებს. საღამო ოჯახურ გარემოს დაუთმეთ.

ლომი: თქვენი ენერგია და სითამამე მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა დღე ოდნავ დაძაბულია. საქმეში გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და მოერიდეთ გარშემომყოფებზე ზეწოლის მოხდენას.

ქალწული: შესანიშნავი დღეა დეტალური დაგეგმვისთვის, ძველი საქმეების დასასრულებლად და მოგზაურობის დასაგეგმად.

სასწორი: ენერგია საკმარისად გაქვთ პროდუქტიული მუშაობისთვის ან საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.

მორიელი: კარგი პერიოდია შვებულების დასაგეგმად, ბილეთების შესაძენად და ახალი, საინტერესო ნაცნობობისთვის.

მშვილდოსანი: პოზიტიური დღეა ფინანსური მოლაპარაკებებისა და პარტნიორული შეთანხმებების მისაღწევად.

თხის რქა: ასტროლოგიურად დღე თქვენთვის ძალიან წარმატებული, პოზიტიური და პროდუქტიულია.

მერწყული: კარგი დროა ინტელექტუალური მუშაობისთვის და იდეების გენერირებისთვის, რაც მომავალში შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცივი გონებით მიიღოთ.

თევზები: დღე წარმატებას გიქადით. იმოძრავეთ მეტი, აკონტროლეთ კვების რაციონი და მაქსიმალურად დაისვენეთ ნეგატიური ფიქრებისგან.