ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. 

78 წლის რაინერის და მისი 68 წლის მეუღლის ცხედრები 14 დეკემბერს აღმოაჩინეს.

პოლიცია მომხდარს მკვლელობად იძიებს, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

რაინერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „უძინარნი სიეტლში“, „პატარძალი პრინცესა“ და სხვა. რაინერი, ამასთან, წარმატებული საპროდიუსერო კომპანიის, Castle Rock Entertainment-ის თანადამფუძნებელიც იყო.