სომხეთის პატრიარქი თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

"რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც დაარღვია ღვთისმოსაობის აღთქმა და უღალატა იესო ქრისტეს, ისაუბროს სამართლიანობასა და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს უფლება, დედასაყდრის სახელით ისაუბროს.

ვინც დედაეკლესია შეურაცხყო, ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის და სომხეთის პატრიარქის გარეგინის შეხვედრას და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დამანგრეველი ჭირი ეკლესიის დამანგრეველ ჭირს შეხვდა.