როდესაც ქვეყანა დემოკრატიიდან ავტოკრატიისკენ იწყებს სვლას, პირველი და ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომი არის პოლიტიკური პატიმრების გამოჩენა. ეს ძალიან  კარგად ვიცით რუსეთის მაგალითზე, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ კარა-მურზამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ის ხდება, რაც წლების წინ დაიწყო რუსეთში.

"როდესაც ქვეყანა დემოკრატიიდან ავტოკრატიისკენ იწყებს სვლას, პირველი და ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომი არის პოლიტიკური პატიმრების გამოჩენა. ეს ძალიან  კარგად ვიცით რუსეთის მაგალითზე. როცა ვლადიმერ პუტინი 25 წლის წინ მოვიდა ხელისუფლებაში, მან დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო. ერთ-ერთი პირველი სიმპტომი სწორედ პოლიტიკური პატიმრები იყო, რაც 90-იან წლებში აღარ გვქონდა და საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ არსებობდა. შემდეგ მათი რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, ჯერ ათეულები, შემდეგ ასეულები და დღეს, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მიხედვით, რუსეთში 3 000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია. სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოშიც.

ეს პირველი და ყველაზე მძიმე ნიშანია, პოლიტიკოსების დაპატიმრება მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მივცეთ უფლება ასეთ ადამიანებს გაანადგურონ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში ისე, როგორც გაანადგურეს ისინი რუსეთში, ბელარუსში და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში", - განაცხადა ვლადიმირ კარა-მურზამ "ტვ პირველთან" ინტერვიუში.