ნებისმიერი ზიანი, რომელსაც ირანი ჩვენს მოკავშირეებს აყენებს სპარსეთის ყურეში, ანაზღაურდება ირანის ანგარიშებიდან ამოღებული თანხებით, – ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელში წერს.

"ირანის რეჟიმი წააგებს ნულოვანი ჯამის თამაშს, რომელსაც თამაშობს.

სპარსეთის ყურის საქმეთა ორგანოსთვის გადახდილი ნებისმიერი გადასახადი ანაზღაურდება მათი ანგარიშებიდან ამოღებული თანხებით.

ირანის მიერ განხორციელებული ყოველი თავდასხმა მხოლოდ გაამწვავებს მის წინაშე არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს”, – წერს ბესენტი.