შეერთებული შტატები მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესის გამო 11 ივნისს საღამოს ირანზე დარტყმებს არ განახორციელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან განხილვები ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე იყო მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ირანის წინააღმდეგ დღეს საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები.

დისკუსიები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეფციის, ისე დეტალური შინაარსის დონეზე, დამტკიცებულია პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მიერ.

საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება, ვიდრე ეს შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება. ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.