უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

"ახლახან მქონდა არჩევნების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. მომავლისთვის დიდი გეგმები გვაქვს“, – წერს ორბანი.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.