უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოპოზიციის ლიდერ პეტერ მადიარს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. 

"პრემიერ-მინისტრმა ტელეფონით მოგვილოცა გამარჯვება“, - წერს მადიარი.

მოგვიანებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ აღიარა თავისი დამარცხება ამომრჩევლის წინაშე და დაადასტურა, რომ მან ოპოზიციის ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"არჩევნების შედეგები, მართალია საბოლოო არ არის, მაგრამ ნათელი და გასაგებია, მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას“, - განაცხადა ორბანმა.

ხმების 45.7%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია "ტისა" ლიდერობს.