რუმინეთმა კონსტანცაში რუსეთის საკონსულო დახურა და რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა მედიასთან ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ვიცით დრონის ფრენის ტრაექტორია, ვიცით, საიდან გაიარა უკრაინაში და საიდან შემოვიდა რუმინეთში. ის იყო უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული 43 დრონიდან ერთ-ერთი“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი.