პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ასევე, გორის მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.
სხდომას დაკავებული არც ერთი პოლიციელი არ ესწრებოდა.

პროკურატურა პოლიციელების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

გორში, კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.