შეერთებულმა შტატებმა წარმატებით ჩაატარა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ვენესუელას წინააღმდეგ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დაატყვევეს და ქვეყნიდან გაიყვანეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით ჩაატარა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მან ასევე დასძინა, რომ ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ პრესკონფერენციას დღეს მარ-ა-ლაგოში გამართავს.

დღეს, 3 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავდასხმების სერია ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე. აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.