ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებით, სი ძინპინი შემოდგომაზე აშშ-ში ჩავა.

მისივე თქმით, სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრას მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

"ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის დროსაც ორი სახელმწიფოს მეთაურს შორის ღრმა კომუნიკაცია შედგა და მათ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს“, – განაცხადა ვან იმ.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ლიდერებს შორის შეხვედრა ისტორიული იყო.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ასევე წამოჭრეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები.

ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, პეკინმა მოუწოდა მხარეებს, დიალოგის გზით მოაგვარონ დავები, განსაკუთრებით ბირთვული საკითხი და მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის სწრაფ გახსნას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჩინეთმა, რომელიც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს, იმედი გამოთქვა კონფლიქტის სწრაფად დასრულების შესახებ.

"ჩინეთი და აშშ მზად არიან, გააგრძელონ კომუნიკაცია და კონსტრუქციული როლი შეასრულონ კრიზისის პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობაში“, –  განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.