აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის დამარცხება შესაძლებელია.

მისი თქმით, პრეზიდენტობის პერიოდში ყველაფერი გააკეთა, რათა შეერთებულ შტატებს ჰქონოდა ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკა, თუმცა ხალხს შეიძლება, გარკვეული დრო დასჭირდეს ამის გასააზრებლად.

მისივე თქმით, წარსულში წარმატებულ პრეზიდენტებს ხშირად შეხვედრიათ პოლიტიკური წარუმატებლობები.

"ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ, გამარჯვება ძალიან რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება, დემოკრატები იმედოვნებენ, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაიბრუნებენ. ამჟამად რესპუბლიკელები აკონტროლებენ როგორც კონგრესის ქვედა პალატას, ისე სენატს.