მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

"ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

"პირველების" ინფორმაციით, კაცი ხონის მკვიდრია, მას გულის პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ, თევზაობის დროს გული გაუსკდა.