რუსეთის სამხედრო სარდლობამ კურსკის ოლქში დამატებით ორი დივიზია გადაისროლა. ოკუპანტები ცდილობენ, უკრაინის თავდაცვის ძალები რეგიონიდან საერთაშორისო მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებამდე განდევნონ, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში აღნიშნული.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის სარდლობამ კურსკის ოლქში ძალების დაჯგუფება 76-ე და 106-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიებით გააძლიერა.

ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას უკავშირებენ კრემლის სწრაფვას, აღადგინოს კონტროლი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე იქამდე, ვიდრე ომის დასრულების ან კონფლიქტის გაყინვის საკითხი საერთაშორისო დიპლომატიური განხილვების დონეზე იქნება წამოჭრილი.

ISW-ის შეფასებით, დამატებითი დივიზიების ჩართვა მოწმობს, რომ კურსკის მიმართულება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის უმაღლესი პრიორიტეტია, რომელიც ცდილობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების პლაცდარმი უახლოეს მომავალში სრულად გაანადგუროს.