მინდა, უნგრეთის მთავრობის სახელით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი კი სასტიკი აგრესორი, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა, სადაც ნატოს სამიტი იმართება.

მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა სამხედრო მხარდაჭერას არ გაუწევს.

როგორც მან აღნიშნა, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოკლე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა, სადაც მხარეები მომავალში ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, უნგრელებს სჯერათ ნატოს ძალისა და ერთიანობის.

"ჩვენი საერთო ინტერესია ერთიანი ნატოს არსებობა და ჩვენ მზად ვართ, უნგრეთი კვლავ სანდო მოკავშირედ დავაბრუნოთ. უნგრეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით და ქვეყანა 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვის მიზანს მიაღწევს“, – განაცხადა მადიარმა.