პოლონეთი მზადაა, PURL-ის მექანიზმს შეუერთდეს და უკრაინისთვის ამერიკული იარაღი შეიძინოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთი ამ მიზნით 2025 წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.

"ჩვენ ვაპირებთ, ბიუჯეტიდან 100 მილიონი დოლარი გადავიტანოთ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის PURL-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ამერიკულ იარაღს ვყიდულობთ. ეს თანხა 2025 წლის ბოლომდე გადაირიცხება“, – აცხადებს რადოსლავ სიკორსკი.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ 2025 წლის ივლისში დაწყებული PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამის ფარგლებში ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.