ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა, - ინფორმაცია მის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

"ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.

დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.