რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისის 00:00-მდე გაგრძელდება.

პუტინმა სამშვიდობო ზავი 30 საათით ასევე გამოაცხადა აღდგომის დღესასწაულის დროსაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინის მტკიცებით, რუსეთმა თავად არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.