სანქციები მუშაობს და ივანიშვილს სერიოზული ფინანსური და ქონებრივი პრობლემები აქვს ამ სანქციების გამო, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილი ქონებას მალავდეს.

"რა თქმა უნდა, სანქციები მუშაობს და ივანიშვილს სერიოზული ფინანსური და ქონებრივი პრობლემები აქვს ამ სანქციების გამო. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ მაქინაციებს და ქონების გადამალვას ივანიშვილის მხრიდან.

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გამო, შესაძლებელია, რომ მის საკუთრებაში არსებულ გარკვეულ აქციებზე ფასებიც შემცირებულიყო", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში აღარ იძებნება.