კიევის დარნიცის რაიონში შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება, - ინფორმაციას სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

შენობის ნანგრევებიდან კიდევ ორი ​​ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ცხრასართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის ხუთს შეადგენს.

დაღუპულთა გარდა, იდენტიფიცირებულია სულ მცირე 20 ადამიანი, რომელთა ადგილსამყოფელიც ჯერჯერობით უცნობია.

კიევში ღამით მომხდარი დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. 28 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.