უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 253 270 (+1 250) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.02.26-მდე: ტანკები – 11 672 (+4), ჯავშანტექნიკა – 24 037 (+6), საარტილერიო სისტემები – 37 293 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 648 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 300 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 134 858 (+552), ფრთოსანი რაკეტები – 4 286 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 29 (+1). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 78 485 (+97), სპეციალური ტექნიკა – 4 071 (+1).