უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1131070 (+890) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.10.25-მდე: ტანკები – 11270 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 399 (+0), საარტილერიო სისტემები – 33879 (+45), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 524 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 229 (+1), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 72365 (+398), ფრთოსანი რაკეტები – 3864 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 64892 (+94), სპეციალური ტექნიკა – 3 980 (+0).