ახლახან დავბრუნდი სამხრეთ კავკასიიდან, სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე ძალიან შემაშფოთებელია. რეპრესიები ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ ქუჩებში არის ის, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დღეს ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე რუსეთს.

"ახლახან დავბრუნდი სამხრეთ კავკასიიდან, სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე ძალიან შემაშფოთებელია. რეპრესიები ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ ქუჩებში არის ის, რაც მიუღებელია.

საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დღეს ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან სერიოზული სიგნალია ყველა ჩვენგანისთვის. აშკარად არ არის ეს ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა  ელინა ვალტონენმა.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხებიც განიხილება.