რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში კიდევ 193 ჯარისკაცი დაბრუნდა.

"ტყვეების გაცვლის ფარგლებში, 193 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება სახლში. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ეროვნული პოლიციის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები. ისინი იცავდნენ უკრაინას. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და ზოგიერთი მათგანი დაჭრილია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც გაცვლაში მონაწილეობს და განსაკუთრებით ჯარისკაცებს, რომლებიც გაცვლით ფონდს ავსებენ.

"ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი და ყოველდღიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტყვეობიდან სამშობლოში დავაბრუნოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"2000 წელს დაბადებული ბევრი ახალგაზრდა უკრაინელი მეომარი, ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ყველა ფრონტზე იცავდნენ, თავისუფალია, ზოგი დაჭრილია. გათავისუფლებულთაგან ზოგიერთი უკანონო პატიმრობაში ჩეჩნეთში იმყოფებოდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კირილ ბუდანოვმა.

ბუდანოვმა ასევე ორ გათავისუფლებულ უკრაინელ ჯარისკაცს დაბადების დღე მიულოცა.

11 აპრილს, აღდგომის წინა დღეს, უკრაინაში 175 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.