უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 526 310 (+1160) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.06.24-მდე: ტანკები - 7956 (+0), ჯავშანტექნიკა - 15269 (+6), საარტილერიო სისტემები - 13 913 (+58), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1104 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 853 (+0), თვითმფრინავები - 359 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 11 159 (+11), ფრთოსანი რაკეტები - 2296 (+3).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 18 967 (+56), სპეციალური ტექნიკა -  2325 (+3).