მიუხედავად "ქართული ოცნების" მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გზავნილებია მოსალოდნელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც.

"მიუხედავად "ქართული ოცნების" მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ეს დებატები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ისაუბრონ იმ მავნებლურ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებს "ქართული ოცნება" და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები არის ასევე შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ დაამარცხონ რუსული ოცნება", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები ხუთშაბათს, 27 ივნისს გაიმართება.