ელჩების პოზიცია იყო სამარცხვინო. საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ ქვეყნის ინტერესებს. უნდა გამოიცვალოს დიპლომატიური კორპუსი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის შეცვლა აუცილებელია.

"რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ელჩების პოზიცია იყო სამარცხვინო. საერთოდ ხმას არ იღებენ იმაზე, თუ რა მძიმე პროცესებია საქართველოში. 

რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, იმ ელჩებს, ვინც ფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვინც ფარავს ევროკავშირის ქვეყნებს. ანუ, საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ ქვეყნის ინტერესებს.

ოქტომბერში უნდა დამარცხდეს "ქართული ოცნება" და ამის შემდეგ უნდა გამოიცვალოს, რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.