უკრაინა უპასუხებს იმ რუს ოკუპანტებს, რომლებიც უკრაინელებს კლავენ მშვიდობიან ქალაქებში, ამისათვის არის საჭირო იარაღი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მან თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, რომელთა პროფესიული დღე იყო 13 აპრილი - სუმზე რუსეთის თავდასხმის დღე.

"ჩვენ გვაქვს რაღაც, რომ ვუპასუხოთ ასეთ თავდასხმებს და ჩვენ უბრალოდ არ მოვასვენებთ ნაძირალას, რომლებიც ჩვენს ხალხს კლავს. ჩვენ გვაქვს ამის სრული უფლება. აბსოლუტურად სამართლიანია, ვუპასუხოთ მკვლელებს ისე, როგორც ისინი იმსახურებენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი უნდა შეეგუოს უკრაინის ძლიერების გარდაუვალობის იდეას.

მისი თქმით, ნამდვილი მშვიდობა შეიძლება დადგეს მაშინ, როდესაც "რეალობა აიძულებს რუსეთის ფედერაციას შეურიგდეს უკრაინის შესაძლებლობებს" - საუბარია უკრაინულ დრონებზე, რაკეტებზე, არტილერიასა და აღჭურვილობაზე, ეს ყველაფერი დაიცავს უკრაინას.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა 300 ათასზე მეტ უკრაინელს, რომლებიც თავდაცვის საწარმოებში მუშაობენ.

13 აპრილს, ბზობის კვირას, რუსმა ოკუპანტებმა ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს სუმის მიმართულებით - ისინი აფეთქდნენ ქალაქის ცენტრში, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან 11 და 17 წლის ბიჭები.

აღსანიშნავია, რომ შეტევისთვის რუსეთმა გამოიყენა კასეტური ქობინიანი რაკეტა, რასაც მრავალი მსხვერპლის გამოწვევა შეუძლია.

15 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა დამცველებმა კურსკის ოლქში რუსული არმიის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტს დაარტყეს, რომელიც სუმის დაბომბვაში იყო ჩართული.