18 აპრილს უკრაინამ კიდევ 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ისინი ფრონტის ხაზზე, რვა მიმართულებაზე იბრძოდნენ.

სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან მებრძოლები, რომლებიც იბრძოდნენ: კურახოვოს, პოკროვსკის, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის მიმართულებებზე, ასევე, ცხედრები რუსეთის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან.

უკრაინა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებს რეგულარულად უცვლის რუსეთს. ოკუპანტები მუდმივად აყოვნებენ დაღუპულების გაცვლასაც კი.