ამერიკელი მომლაპარაკებლები ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასთან კონტაქტზე იყვნენ. ეს იმედს იძლევა, რომ კონტაქტები უმაღლეს დონეზე გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა მოლაპარაკებები გამართეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კვლავ ელოდება აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის უკრაინაში ვიზიტს.

ზელენსკის თქმით, იმედოვნებს, რომ ტრამპს მომავალ კვირას ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში, ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება.