სამ ციხეში განსაკუთრებით საგანგაშოა პატიმრების რაოდენობის გადამეტება, განსაკუთრებით ეს ეხება ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულებას, სადაც დაწესებულების დადგენილ ლიმიტთან შედარებით 57%-ით მეტი პატიმარია მოთავსებული, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს არაფორმალური მმართველობის წესების გათვალისწინებით საგანგაშოა.

"პატიმრების რაოდენობა ქართულ ციხეებში კვლავ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მაისის თვეში 661 პატიმარი გათავისუფლდა, 100-ზე მეტი პატიმრით გვაქვს ზრდა მაინც. ვხედავთ, რომ რომ 2025 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით პატიმრების რაოდენობის ზრდა დაახლოებით 40%-იანია. ვხედავთ, სამ ციხეს, სადაც განსაკუთრებით საგანგაშოა პატიმრების რაოდენობის გადამეტება, განსაკუთრებით ეს ეხება ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულებას, სადაც დაწესებულების დადგენილ ლიმიტთან შედარებით 57%-ით მეტი პატიმარია მოთავსებული, ეს არაფორმალური მმართველობის წესების გათვალისწინებით საგანგაშოა იმიტომ, რომ პატიმრებს არ შეუძლიათ შესაბამისი საჩივრის წარდგენა აღნიშნულთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.