უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, მან მაკრონს მადლობა გადაუხადა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების პრინციპული დაგმობისთვის. მისივე თქმით, რუსეთის დარტყმები ნათლად აჩვენებს, თუ ვინ არის რუსეთი და "რატომ უნდა გაძლიერდეს ერთობლივი დაცვა ყველა საფრთხისგან".

"საფრანგეთი მზადაა, ანტიბალისტიკური რაკეტების შექმნაზე იმუშაოს. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ უკვე განვიხილეთ რუსული თავდასხმების მოგერიების ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება. გმადლობთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მზადყოფნისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთის პრეზიდენტთან მრავალი საკითხის განხილვა მოახერხა.

"ემანუელმა აფრიკის ქვეყნებში ვიზიტის შესახებ გვაცნობა. ჩვენ განვიხილეთ ამ სფეროში ერთობლივი კოორდინაციის მნიშვნელობა, რადგან ეს უკრაინისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კონტაქტებს დავამყარებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.