უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შორი დისტანციის იარაღის საკითხი განიხილეს, თუმცა, ისინი ამ საკითხს საჯაროდ არ განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ განვიხილეთ შორი მოქმედების იარაღი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე არ გვესაუბრა. აშშ-ს არ სურს ესკალაცია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ გვეპასუხა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ "ტომაჰავკის" საკითხი განიხილეს.

"ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენც გვჭირდება "ტომაჰავკები". არავის გაუუქმებია ეს თემა მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. დეტალებს ვერ გაგიზიარებთ; შეგიძლიათ ამერიკულ მხარეს დაუსვათ ეს კითხვები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მან ტრამპთან საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილა.

"დადებითი სიგნალი ის არის, რომ ჩვენ ვიმუშავებთ", - აღნიშნა მან.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.