გლდანის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ამჯერად, სამუშაოები I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დასრულდა.

სამუშაოები 1400 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ დაათვალიერეს.