უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ძალებსა და სპეცსამსახურებს დაავალა, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ მოემზადონ.

"უკრაინის თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში.

მისივე თქმით,  13 და 14 მაისს რუსეთმა მასშტაბური თავდასხმების დროს სულ 1567 დრონი და სხვადასხვა ტიპის 56 რაკეტა გამოიყენება - დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი 94% იყო, ხოლო რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი - 73%.

14 მაისის ღამეს უკრაინაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, 39 დაშავდა. სულ მცირე 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

საჰაერო ძალების პრესსპიკერის იური იგნატის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა მთელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში.