აღარავინ განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოს რეალურ წევრად ევროკავშირის, - გახარიას პარტიის პრობლემა არის ის, რომ წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავის მხრივ, ეს საკითხი გარკვეულწილად საკამათოა.

"რაც არ უნდა საკამათო თუ არასაკამათო იყოს მიღებული გადაწყვეტილება  ევროკავშირის მიერ, ის არ ეხება საქართველოს უკვე, იმიტომ, რომ აღარავინ განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოს რეალურ წევრად ევროკავშირის, თუმცა, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, საკამათოა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება გამოყენებულია იმისთვის, რომ საბოლოოდ, კიდევ უფრო ჩაბეტონდეს ის, რომ საქართველო აღარ გახდება ევროკავშირის წევრი და არ ექნება არანაირი გამოხატულება არც კონსტიტუციაში და არც სხვა კუთხით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.