ამ ლოგიკით კიდევ ბევრ ქვეყანაში შეუძლია ბატონ ირაკლი კობახიძეს ჩასვლა და გახსნა უკვე ფუნქციური დიპლომატიური მისიების, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატიაში არ არის მიღებული, რომ სახელმწიფოს უმაღლესი პირი ჩავიდეს ასეთ ღონისძიებაზე.

"დიპლომატიაში არ არის მიღებული, რომ სახელმწიფოს უმაღლესი პირი, ბატონი ირაკლი კობახიძე ჩავიდეს ამ ღონისძიებაზე. თუ ჩადის, ეს უნდა იყოს გამაგრებული სხვა პროტოკოლური ღონისძიებებით - უნდა შეხვდეს იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.

გასაკვირია, თუ 2023 წლიდან ფუნქციონირებს და გენერალური კონსული დანიშნულია, ამ ლოგიკით კიდევ ბევრ ქვეყანაში შეუძლია ბატონ ირაკლი კობახიძეს ჩასვლა და გახსნა უკვე ფუნქციური დიპლომატიური მისიების", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიალი 10 ივნისს გაიმართა.