ნინო გალუსტაშვილი და ამ ამაზრზენი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.

"ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა ციხეში უბრალოდ იმისთვის, რომ თავისი ქვეყნისთვის თავისუფალი მომავალი სურდა. ნინო გალუსტაშვილი და ამ ამაზრზენი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“, - წერს ჯო უილსონი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია.