ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკური ცხოვრებით და ძალიან სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან საუბარი ეხებოდა ერთობის აღდგენას და განმტკიცებას.

"ბოლო ერთი კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ ა.შ.

ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ ჩვენ შევხვდით ჩვენი პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების მშობლებს,  შევხვდით რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს,

რეგიონულ წარმომადგენელს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს და მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკური ცხოვრებით და ძალიან სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ჩვენი საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და განმტკიცებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.