გაუსაძლისი პირობები, პროდუქტებზე ფასების კატასტროფული ზრდა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - ეს არის "ქართული ოცნების" კარტელური და კორუფციული გარიგებები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი და ეკონომიკურად ძლიერი, საჭიროა დასავლეთთან მჭიდრო კავშირი.

"ვერც სუსის მიერ დაწყებული გამოძიება ფასებთან დაკავშირებით ვერ გამოიღებდა ვერანაირ შედეგს ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - გაუსაძლისი პირობები, პროდუქტებზე ფასების კატასტროფული ზრდა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - ეს არის "ქართული ოცნების" კარტელური გარიგებები და მათი კორუფციული გარიგებები.

იმისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, იმისთვის, რომ იყოს უსაფრთხო ქვეყანა და ჰქონდეს ნამდვილი მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და დოვლათი, მას სჭირდება ძლიერი სტრატეგიული მოკავშირეები და "ქართულმა ოცნებამ" საქართველო დატოვა ძლიერი სტრატეგიული მოკავშირეების გარეშე", - განაცხადა ანა წითლიძემ.