განათლების სისტემაში პოლიტიკური სისტემის მორგებას აქვს ადგილი, ამას არ მოჰყვა არანაირი ფართო პოლიტიკური დისკუსია, რომ ყოფილიყო ინკლუზიური პროცესი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დიდი და ძვირად ღირებული უნივერსიტეტის შენობების  პირადად შეძენაზე ფიქრობს.

"განათლება ყველა ქვეყანაში არის საკითხი, რომელიც ძალიან გრძელვადიანია და შესაბამისად, პოლიტიკურ ძირითად ჯგუფებს შორის უნდა იყოს გარკვეული კონსენსუსი. შეიძლება მხარეებს შორის დისკუსია იყოს, მაგრამ ის, რომ ხარისხიანი და ფუნდამენტური უნდა იყოს და ეფუძნებოდეს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას, ამაზე უნდა იყოს საუბარი. აქამდე თუ განათლების სისტემაში თუ მივდიოდით და რაღაც ლოგიკა გვქონდა, ახლა ვხვდებით, რომ იზოლირებულია ქართული განათლება ყველაფრისგან.

როგორც პოლიტიკოს დამკვირვებელს, შემიძლია ვთქვა, რომ აქ ხარისხზე ნაკლებად არის საუბარი, უმუშევრობის გაზრდა უნდათ, რომ ცოტათი ფასებმა დაიწიოს, როგორც ჩანს, გაუძვირდათ მუშახელი, აშკარად ძვირად ღირებული შენობების ხელში ჩაგდება - შესყიდვა უნდათ და ეს იქნება მათი პირადი ქონებები, ეს არის "შავი ფული". ცდილობენ აკადემიური სექტორის სრულად დაქვემდებარების მცდელობა, ვისაც დატოვებენ იმას ექნება მაღალი ხელფასი, დაახლოებით 25-30% პროფესორების შტატების მცირდება. ფაქტია, რომ განათლების სისტემაში პოლიტიკური სისტემის მორგებას აქვს ადგილი, ამას არ მოჰყვა არანაირი ფართო პოლიტიკური დისკუსია, რომ ყოფილიყო ინკლუზიური პროცესი, ექსპერტების დონეზეც კი არ ყოფილა განხილვა", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.