ადამიანები პოლიტიკური პარტიებისგან, ნებისმიერი აქტიური ადამიანისგან,  ვინც ამ პროცესშია ჩართული, მოითხოვს ბრძოლის სტრატეგიას, ხედვას - როგორ უნდა დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი და რა იქნება მისი დამარცხების შემდეგ, -  ამის შესახებ  "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარიზმია და ტაქტიკური ტიპის გეგმა ვერ იარსებებს, საზოგადოებას შესთავაზოს ხედვა, როგორ უნდა დამარცხდეს რუსული რეჟიმი.

"მე ვფიქრობ, რომ ადამიანები პოლიტიკური პარტიებისგან, ნებისმიერი აქტიური ადამიანისგან,  ვინც ამ პროცესშია ჩართული, მოითხოვს ბრძოლის სტრატეგიას, ხედვას - როგორ უნდა დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი და რა იქნება მისი დამარცხების შემდეგ. პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარიზმია და ტაქტიკური ტიპის გეგმა ვერ იარსებებს, საზოგადოებას შესთავაზოს ხედვა, როგორ უნდა დამარცხდეს რუსული რეჟიმი, როგორ უნდა დაიბრუნოს ხალხმა სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენები ამასთან დაკავშირებით და ყველას ვუზიარებთ ამას. მე ფრთხილი ოპტიმიზმით შემიძლია გითხრათ, რომ არ არის შორს ის დრო, როდესაც შინაარსიანი ერთიანობა შესაძლებელი იქნება ამ ქვეყანაში.

ერთიანობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უზრუნველყოს ივანიშვილის ცვლილება დემოკრატიული პროცესით", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.