დღეს პარლამენტში განხილვაზე მოუწიათ იმის აღიარება, რომ ბინები აშენდება სესხით, წინასწარი გაყიდვებით და კაპიტალში არაბული მხარის შენატანით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ცნობილია, არის ის, რომ კაპიტალში ქართული მხარის შენატანია 850 ჰექტარი მიწა.

"დღეს პარლამენტში განხილვაზე მოუწიათ იმის აღიარება, რომ ბინები აშენდება სესხით, წინასწარი გაყიდვებით და კაპიტალში არაბული მხარის შენატანით. ერთადერთი, რაც ვიცით,  არის ის, რომ კაპიტალში ქართული მხარის შენატანია 850 ჰექტარი მიწა, სამშენებლო ნებართვები  და სახელმწიფოს სხვა სახის მომსახურება. ეს მილიარდ დოლარს აჭარბებს, თუმცა რამდენადაა შეფასებული ჩვენი წილი ღირებულებით გამოხატულებაში, მაინც არ ითქვა. რამდენს დებს არაბული მხარე კაპიტალში ფულის სახით, არც ეს ითქვა.

სად არის ემირატების დიდი სახელმწიფო 36 მილიარდიანი ფონდი “ემაარი”, რომლისთვისაც ექვსი მილიარდი დოლარი ჯიბის ფულია თურმე? არაა “ემაარი” და არც არასდროს აპირებდა აქ ინვესტირებას, სულ სხვა კომპანია აღმოჩნდა. მორჩა მისი ხსენება. აუკრძალეს ემირატებიდან. ეს უკვე კლიენტის მოტყუება და არაკეთილსინდისიერი რეკლამაა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.